შეგახსენებთ, რომ ამ გუნდების პირველ შეხვედრაში ქართველმა ცენტრმა 26 ქულა ჩააგდო და ბარელები არც ამჯერად დაუნდია. შერმადინი სასტარტო ხუთეულში იყო და მართალია, მატჩის მიმდინარეობიდან გამომდინარე, პარკეტზე მხოლოდ 14 წუთი გაატარა, მაინც საუკეთესო ბომბარდირი გახდა. ქართველმა ლეგიონერმა ათიდან 8 ორქულიანი და ექვსიდან 3 საჯარიმო ჩააგდო და 19 ქულას 4 მოხსნა, 1 პასი და 2 ჩაჭრა წაამატა. შერმადინს ერთხელ დაუფარეს, არ დაჯარიმებულა, მის წინააღმდეგ კი თამაშის წესები ოთხჯერ დაირღვა. შედეგად, ქართველი კალათბურთელის სარგებლიანობის კოეფიციენტი 24-ს გაუტოლდა და ის მხოლოდ ფინელ თანაგუნდელ სასუ სალინს (25) ჩამორჩა, რომელმაც 17 ქულას 7 მოხსნა წაამატა.
ესპანურმა გუნდმა 8 ტურში 7 მოგება მოაგროვა და ჯგუფს რუსულ „უნიკსთან“ ერთად ლიდერობს, რომელსაც სანაკრებო პაუზის შემდეგ, 12 დეკემბერს, ყაზანში ეთამაშება.