weather cur horoscope tv
ნოემბერი 22, 2024

„თელავმა“ სტუმრად „შევარდენი“ დაამარცხა

17:31 ხუთშაბათი, 22 ნოემბერი 2018

საფეხბურთო კლუბმა „თელავმა“ ეროვნული ლიგა 2-ის 33-ე ტურის მატჩში სტუმრად თბილისის „შევარდენი 1906“ სამბურთიანი სხვაობით (3:0) დაამარცხა და გათამაშების ცხრილში მნიშვნელოვანი ქულები შეიმატა.

თელაველთაგან გოლები ირაკლი რუხაძემ (24 წ.), ნიკოლოზ ბაშელეიშვილმა (77 წ.) და ნიკოლოზ ნოზაძემ (81 წ.) გაიტანეს.

„თელავმა“ შემდეგი შემადგენლობით ითამაშა: 21 სანიკიძე, 16 ტვილდიანი, 37 ჭელიძე, 5 ბერიაშვილი, 14 მ. ჯიქია, 7 მ. ბაშელეიშვილი, 6 ნოზაძე, 9 იოსელიანი (13 მურველაშვილი ‘85), 10 ნ. ბაშელეიშვილი (2 მაისურაძე ‘88), 77 რუხაძე (8 კუკუჯანაშვილი ‘74), 20 გოგოლიძე.

გიორგი დეკანოსიძის გუნდს ამ დროისთვის 47 ქულა აქვს, გათამაშების ცხრილში მე-5 ადგილზეა, თუმცა სასურველ სამეულს მნიშვნელოვნად მიუახლოვდა.

მორიგ, 34-ე ტურის შეხვედრას „თელავი“ შინ გამართავს და 27 ნოემბერს წყალტუბოს „სამგურალს“ უმასპინძლებს.  დასაწყისი: 14:00 სთ

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]