weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

შენგელიას MVP და გამარჯვება „პანათინაიკოსთან“

11:07 შაბათი, 24 ნოემბერი 2018

ევროლიგის მე-9 ტურში თორნიკე შენგელიას კლუბმა „სასკი ბასკონიამ“ ათენის „პანათინაიკოსი“ 86:77 დაამარცხა, ქართველი კალათბურთელი კი მატჩის უძვირფასესი მოთამაშე (MVP) გახდა.

შენგელია სასტარტო ხუთეულში გამოჩნდა და 28წუთში 16 ქულა, 7 მოხსნა (3 შეტევაში), თავისთვის სარეკორდო 7 პასი, 3 ჩაჭრა და 1 დაფარება მოაგროვა. „თოკომპტივმს“ შვიდიდან 3 ორქულიანი, ორიდან 1 სამქულიანი და ათიდან 7 საჯარიმო ჩააგდო, ბურთი სამჯერ დაკარგა, ორჯერ დაუფარეს, 3 პერსონალური ფოლი მიიღო, მის წინააღმდეგ კი თამაშის წესები ერთბაშად რვაჯერ დაირღვა. შედეგად, ქართველი ლეგიონერის სარგებლიანობის კოეფიციენტი 26-ს გაუტოლდა და ეს მასპინძელთა რიგებში საუკეთესო მაჩვენებელი იყო, სტუმართაგან კი ამერიკელი კიტ ლენგფორდი გამოირჩა 33 ქულით.

საქართველოს ნაკრების კიდევ ერთმა წევრმა მეტ ჯენინგმა „ბასკონიას“ 26:30 წუთში 12 ქულა, 3 პასი და 1 ჩაჭრა შესძინა. მან 1 ორქულიანი, ხუთიდან 3 სამქულიანი და 1 საჯარიმო გამოიყენა.

ესპანურმა კალათბურთის გუნდმა 3 მოგება და 6 მარცხი მოაგროვა და სატურნირო ცხრილში მე-11 ადგილზე გადაინაცვლა, მომდევნო მატჩს კი 30 ნოემბერს, სტამბოლში „ანადოლუ ეფესთან“ გამართავს.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]