ლევან გორგაძემ იაპონიის ქალაქ ფუკუოკაში მიმდინარე კიუსიუ ბაშოზე მე-8 გამარჯვება მოიპოვა და ტურნირის დასრულებამდე ერთი დღით ადრე დადებითი ბალანსი ანუ კაჩი-კოში გაინაღდა. აღსანიშნავია ისიც, რომ ტოჩინოშინის სახელით ცნობილმა ქართველმა სუმოისტმა მიმდინარე წლის სუპერტურნირების ჯამში რიგით 59-ე გამარჯვება მოიპოვა, რაც 2018 წლის საუკეთესო მაჩვენებელია და მას ვეღარავინ დაეწევა.
ოძეკის წოდების მქონე ტოჩინოშინი დღეს სეკივაკეს რანგის მეტოქე მიტაკეუმის შეხვდა და მისი იოლად ძლევით მასთან ურთიერთშეხვედრებში ანგარიში გაზარდა - 6:3.
კიუსიუ ბაშოს უკანასკნელ საშეჯიბრო დღეს ტოჩინოშინის მეტოქე მეაგშირა შოჰოზანი იქნება, ვისაც ქართველი სუმოისტი პირად შეხვედრებში 14:5 ამარცხებს. მიმდინარე ბაშოზე შოჰოზანის მოგება-წაგებათა ბალანსი 9:5 გახლავთ.