სალომე ზურაბიშვილი შვილებთან ერთად სპორტული ფედერაციების წარმომადგენლებსა და სპორტსმენებს შეხვდა. შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა და ყურადღება სპორტის მნიშვნელობასა და განვითარებაზე გამახვილდა.
როგორც სალომე ზურაბიშვილმა აღნიშნა, სპორტი მნიშვნელოვანია არა მხოლოდ საზღვარგარეთ ქვეყნის სახელის გატანისთვის, არამედ უშუალოდ ქვეყანაში ჯანსაღი ცხოვრების პრინციპების დანერგვისთვის.
„ჯანსაღი ცხოვრების პრინციპები ყველასთვის ხელმისაწვდომი რომ გახდეს, სპორტი აუცილებელია, თუ გვინდა, ჯანსაღი ახალგაზრდობა გავზარდოთ და განვითარების ყველა საშუალება მივცეთ. ამას უნდა სახსრები, რომლის მოძიებაშიც ვიქნები ჩართული, მაგრამ ასევე საჭიროა მხარდაჭერა კერძო ბიზნესიდან. ვნახოთ, როგორ შეიძლება ამ თანხების მოზიდვა. მაგრამ არა მხოლოდ თანხებია აქ მნიშვნელოვანი, არამედ ადამიანებმა უნდა შეიგნონ, რომ ეს მათი ყოველდღიური ცხოვრების განუყოფელი ნაწილია, ეს უნდა ვასწავლოთ ახალგაზრდებს. მაგალითად, ვაჩვენოთ ჩვენი წარჩინებული სპორტსმენები, რომლებიც მთელს მსოფლიოში არიან ცნობილი. ისინი არიან წამყვანი ძალა, მაგალითი, რომელიც ჩვენს მოსახლეობის აჩვენებს, რომ ამ კუთხით შეიძლება წარმატებაც და ჯანსაღი ცხოვრებაც“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
[R] პრეზიდენტობის კანდიდატის სალომე ზურაბიშვილის საარჩევნო შტაბის ინფორმაცია