weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

მსოფლიო ჩემპიონმა გერმანიამ ავსტრალიას დუბლშემადგენლობით სძლია

10:02 სამშაბათი, 20 ივნისი 2017

რუსეთში მიმდინარე FIFA-ს კონფედერაციათა თასზე B ჯგუფის მეორე შეხვედრა სოჭის ოლიმპიურ სტადიონზე შედგა. გადახალისებული შემადგენლობით მოასპარეზე გერმანიამ უხვგოლიან მატჩში ავსტრალია დაამარცხა.

შეხვედრაში ანგარიში სწრაფი გოლით გაიხსნა: საჯარიმოში შეჭრილმა იულიან ბრანდტმა გადაცემა ლარს შტინდლს გაუკეთა, რომელმაც მე-5 წუთზე ბურთთან ერთი შეხებით ანგარიში გახსნა. აქედან მოყოლებული იოახიმ ლიოვის გუნდი კოლოსალურ უპირატესობას ფლობდა და რომ არა ავსტრალიელთა მეკარე, კიდევ რამდენიმე გოლს გაიტანდნენ. მიუხედავად ამისა, აზიის ჩემპიონებმა ანგარიშის გათანაბრება მოახერხეს: ტომ როგიჩმა ორი ზედიზედ დარტყმულით გაიტანა. ანგე პოსტეკოგლუს გუნდმა ტაიმი მაინც ვერ ჩაამთავრა ფრედ, რადგან საჯარიმოში უხეშობის გამო დანიშნული პენალტი იულიან დრაქსლერმა გოლად აქცია. მეორე ნახევრის სტარტზე ლეონ გორეცკამ ახლო მანძილიდან სხვაობა გაზარდა, ავსტრალიელებმა კი 56-ე წუთზე კიდევ ერთხელ შეამცირეს სხვაობა და შეხვედრა საბოლოოდ გერმანიამ 3:2 მოიგო. მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად „პარი სენ-ჟერმენელი“ იულიან დრაქსლერი დასახელდა.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]