weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

ჩემპიონმა ჰამილტონმა სეზონი გამარჯვებით დაასრულა

11:21 ორშაბათი, 26 ნოემბერი 2018

აბუ დაბის დიდი პრიზის რბოლით ფორმულა 1-ში მსოფლიო ჩემპიონატის 2018 წლის სეზონი დასრულდა. მას საჩემპიონო წერტილი დაუსვა მსოფლიოს ხუთგზის ჩემპიონმა ლუის ჰამილტონმა, რომელმაც მე-11 გამარჯვება სტარტ-ფინიშის სწორზე ტრიალით და საზეიმო რგოლების ხაზვით აღნიშნა.

33 წლის ბრიტანელ პილოტს ფინიშის დროშა ჰოლივუდის ვარსკვლავმა უილ სმიტმა აუფრიალა, ვინც რბოლამდე პადოკში „მერსედესის“ კომბინეზონში გამოწყობილი დადიოდა.

ჰამილტონისთვის ეს კარიერაში 73-ე გამარჯვებაა. ამასთან, ჰიბრიდული V6 აგრეგატების ეპოქაში გამართული 100 რბოლიდან, მას 51 აქვს მოგებული. და ის F1-ის ისტორიაში პირველი პილოტია, ვინც სეზონის განმავლობაში 400 ქულაზე მეტი დააგროვა. ამასთან, ჰამილტონს 18 გამარჯვება აშორებს მიხაელ შუმახერის რეკორდამდე (91 მოგება).

აბუ დაბიში F1-ის ბოლო რბოლა გამართა ფერნანდო ალონსომ, ვინც ყველაფერი გააკეთა იმისათვის, რომ ქულის გარეშე არ დარჩეინლიყო, მაგრამ მიზანს ვერ მიაღწია და მე-11 ადგილს დასჯერდა. თავისი კარიერის განმავლობაში, მას 1899 ქულა აქვს დაგროვებული. რბოლის დასრულების შემდეგ, მან ჰამილტონთან და სებასტიან ფეტელთან ერთად დახაზა რგოლები.

აბუ დაბის რბოლის პირველ წრეზე ავარიაც მოხდა, როდესაც ნიკო ჰულკენბერგის „რენოთი“ რომენ გროჟანის გასწრებას ცდლობდა, მეტოქის მანქანას ბორბალი-ბორბალზე დაეჯახა, რამაც „რენო“ ჰაერში ააგდო. მანქანამ ორი ყირა გააკეთა და ბარიერთან თავდაყირა დაეცა. ბედად, ჰულკენბერგი უვნებლად გადარჩა და როგორც კი მანქანა გადმოაბრუნეს, მან დაუხმარებლად შეძლო კოკპიტის დატოვება.

აბუ დაბის დიდი პრიზი

აბუ დაბი, იას მარინა, დისტანცია 305.355 კმ (55 წრე, 5.554 კმ)

ლუის ჰამილტონი (დიდი ბრიტანეთი, „მერსედესი“) 1:39:40.382

სებასტიან ფეტელი (გერმანია, „ფერარი“) 2.581

მაქს ფერსტაპენი (ჰოლანდია, „რედ ბული“) 12.706

დანიელ რიკარდო (ავსტრალია, „რედ ბული“) 15.379

ვალტერი ბოტასი (ფინეთი, „მერსედესი“) 47.957

კარლოს საინსი (ესპანეთი, „რენო“) 1'12.548

შარლ ლეკლერი (მონაკო, „ზაუბერი“) 1'30.789

სერხიო პერესი (მექსიკა, „ფორს ინდია“) 1'31.275

რომენ გროჟანი (საფრანგეთი, „ჰაასი“) 1 წრე

კევინ მაგნუსენი (დანია, „ჰაასი“) 1 წრე

ფერნანდო ალონსო (ესპანეთი, „მაკლარენი“) 1 წრე

ბრენდონ ჰარტლი (ახალი ზელანდია, „ტორო როსო“) 1 წრე

ლანს სტროლი (კანადა, „უილიამსი“) 1 წრე

სტოფელ ვანდოორნი (ბელგია, „მაკლარენი“) 1 წრე

სერგეი სიროტკინი (რუსეთი, „უილიამსი“) 1 წრე

პიერ გასლი (საფრანგეთი, „ტორო როსო“) 8 წრე

ესტებან ოკონი (საფრანგეთი, „ფორს ინდია“) 10 წრე

მარკუს ერიკსონი (შვედეთი, „ზაუბერი“) 30 წრე

კიმი რაიკონენი (ფინეთი, „ფერარი“) 48 წრე

ნიკო ჰულკენბერგი (გერმანია, „რენო“) 54 წრე

უსწრაფესი წრე:

სებასტიან ფეტელი - 1:40.867 (54-ე წრე, 198.225 კმ/სთ)

2018 წლის ჩემპიონატის მრბოლთა საბოლოო კლასიფიკაცია:

  1. ლუის ჰამილტონი - 408 ქულა
  2. სებასტიან ფეტელი - 320
  3. კიმი რაიკონენი - 251
  4. მაქს ფერსტაპენი - 249
  5. ვალტერი ბოტასი - 247
  6. დანიელ რიკარდო - 170
  7. ნიკო ჰულკენბერგი - 69
  8. სერხიო პერესი - 62
  9. კევინ მაგნუსენი - 56
  10. კარლოს საინსი - 53
  11. ფერნანდო ალონსო - 50
  12. ესტებან ოკონი - 49
  13. შარლ ლეკლერი - 39
  14. რომენ გროჟანი - 37
  15. პიერ გასლი - 29
  16. სტოფელ ვანდოორნი - 12
  17. მარკუს ერიკსონი - 9
  18. ლანს სტროლი - 6
  19. ბრენდონ ჰარტლი - 4
  20. სერგეი სიროტკინი - 1

2018 წლის კონსტრუქტორთა ჩემპიონატის საბოლოო კლასიფიკაცია:

  1. მერსედესი - 655 ქულა
  2. ფერარი - 571
  3. რედ ბული - 419
  4. რენო - 122
  5. ჰაასი - 93
  6. მაკლარენი - 62
  7. ფორს ინდია - 52
  8. ზაუბერი - 48
  9. ტორო როსო - 33
  10. უილიამსი - 7

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]