weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

შენგელიამ „ბასკონიას“ კიდევ ერთხელ ულიდერა

11:33 ორშაბათი, 26 ნოემბერი 2018

თორნიკე შენგელიას „სასკი ბასკონიამ” ესპანურ ლიგა ენდესაში სტუმრად „ობრადოირის” ანგარიშით 81:74 სძლია, ქართველი კალათბურთელი კი მატჩის უძვირფასესი მოთამაშე (MVP) გახდა.

შენგელია სასტარტო ხუთეულში გამოჩნდა და 28 წუთში 19 ქულა, 4 მოხსნა, 3 პასი და 2 ჩაჭრა მიითვალა. „თოკომოტივმა“ ათიდან 7 ორქულიანი, სამიდან 1 სამქულიანი და სამიდან 2 საჯარიმო ჩააგდო, ბურთი ერთხელ დაკარგა, 2 პერსონალური ფოლი მიიღო, მის წინააღმდეგ კი 5-ჯერ დაჯარიმდნენ.

შედეგად, ქართველი ლეგიონერის სარგებლიანობის კოეფიციენტი 24-ს გაუტოლდა, რაც ორივე გუნდის რიგებში საუკეთესო მაჩვენებელი იყო.

გამოსარჩევია ბრაზილიელი მარსელიონიო უერტასის გარჯაც, რომელმაც 24 ქულა ჩააგდო.

„ბასკონიას“ ესპანეთის მიმდიანრე ჩემპიონატში 8 მოგება და 2 მარცხი აქვს და სატურნირო ცხრილში გიორგი შერმადინის „უნიკახასთან” ერთად მესამე-მეოთხე ადგილებს ინაწილებს. შენგელიას გუნდი მომდევნო შეხვედრას 9 დეკემბერს, შინ „ბრეოგანთან“ ჩაატარებს.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]