weather cur horoscope tv
ნოემბერი 22, 2024

„სამტრედიას“ ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე აზერბაიჯანული კლუბი შეხვდება

11:20 სამშაბათი, 20 ივნისი 2017

შვეიცარიის ქალაქ ნიონში მდებარე UEFA-ს შტაბ-ბინაში 2017-2018 წლების ჩემპიონთა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის კენჭისყრა გაიმართა. საქართველოს უკანასკნელი ჩემპიონი „სამტრედია“ აზერბაიჯანის ჩემპიონ აღდამის „ყარაბაღს“  შეხვდება.

შეიძლება ითქვას, რომ გია ცეცაძის გუნდს წილისყრაში გაუმართლა, რადგან ხუთ პოტენციურ მეტოქეებს შორის შედარებით სუსტი „ყარაბაღი“ შეხვდა. სხვა კანდიდატები კი იყვნენ: „რედ ბულ ზალცბურგი“ (ავსტრია), „ლუდოგორეცი“ (ბულგარეთი), „ა.პ.ო.ე.ლ.“ (კვიპროსი) და „პარტიზანი“ (სერბეთი).

სამტრედია-ყარაბაღის მატჩების ზუსტი თარიღები ჯერ გარკვეული არაა, თუმცა ცნობილია, რომ პირველი შეხვედრა 11 ან 12 ივლისს, განმეორებითი კი 18 ან 19 ივლისს შედგება.

ნიონში ასევე გაიმართა UEFA-ს რანგით მეორე საკლუბო ტურნირის, ევროპა ლიგის კენჭისყრაც, სადაც ქართულ კლუბებს შემდეგი მეტოქეები შეხვდნენ:

საჩხერის „ჩიხურა“ - „ალტახი“ (ავსტრია)

ბათუმის „დინამო“ - ბიალისტოკის „იაგელონია“ (პოლონეთი)

ქუთაისის „ტორპედო“ - „ტრენჩინი“ (სლოვაკეთი)

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]