weather cur horoscope tv
ნოემბერი 22, 2024

შვილისთვის საშობაო საჩუქრის გამო მოკრივე საჩემპიონო ქამარს ყიდის

12:33 სამშაბათი, 27 ნოემბერი 2018

შოტლანდიელმა მოკრივემ რონი კლარკმა IBF-ის ნახევრადმსუბუქი წონითი კატეგორიის საჩემპიონო ქამარი გასაყიდად გაიმეტა. კლარკის თქმით, ჯილდოს გაყიდვით მას საშობაო საჩუქრისთვის ფულის შეგროვება და შვილის გახარება სურს.

33 წლის მოკრივე გამოტყდა, რომ ფინანსურ სირთულეებს განიცდის. საჩემპიონო ქამრის საწყისი ფასი 1050 ფუნტს შეადგენს. რონი კლარკი აუქციონის გამარჯვებულს ჰპირდება, რომ ქამარს პირადად, ავტოგრაფით თანდართულს გადასცემს.

კლარკი აღნიშნულ საჩემპიონო ქამარს 2018 წლის თებერვალში დაეუფლა, მას შემდეგ, რაც ზელფ ბარეტმა მასთან შეხვედრაში მონაწილეობაზე უარი თქვა. შოტლანდიელს აქტივში სულ 21 გამარჯვება (10 ნოკაუტით), ოთხი წაგება და ორი ფრე აქვს.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]