ამპლუით შემტევმა ნახევარმცველმა ზარანდიამ ბოლო ტურში კრაკოვის „ვისლასთან“ (4:1) მოგებულ შეხვედრაში დუბლი შეასრულა და საკუთარ გუნდს მნიშვნელოვან გამარჯვებაში დაეხმარა.
აღსანიშნავია, რომ „არკას“ 10 ნომერი ზარანდია ტურის სიმბოლურ ნაკრებში მიმდინარე სეზონში მეოთხედ შეიყვანეს.
აქვე გეტყვით, რომ პოლონეთის 16-გუნდიან მიმდინარე ჩემპიონატში გდინიას „არკა“ 23 ქულით მე-9 ადგილზეა და 8 გუნდს შორის მოსახვედრად იბრძვის.