weather cur horoscope tv
ნოემბერი 22, 2024

5 რეკორდი რომელთა დამყარება რონალდოს მიმდინარე სეზონში შეუძლია

14:37 ოთხშაბათი, 28 ნოემბერი 2018

ტურინის „იუვენტუსში“ გადასვლის შემდეგ პორტუგალიელი სუპერვარსკვლავი კრისტიანო რონალდო თავისი შესაძლებლობების დემონსტრირებას უკვე ახდენს. იტალიის ჩემპიონატში ჩატარებულ 13 შეხვედრაში მან 9 გოლი და 5 საგოლე გადაცემა მიითვალა. მრავალი რეკორდისა და პირადი მიღწევის ავტორ რონალდოს „იუვეს“ რიგებში კიდევ რამდენიმე რეკორდის დამხობა შეუძლია.

 

ყველაზე მეტი გოლი ერთ სეზონში იუვენტუსის მაისურით

„ბიანკონერის“ მაისურით ერთ სეზონში ყველაზე მეტი გოლი ფერენც ჰირეშის (იგივე ჰირზერი) ანგარიშზეა, რომელმაც 1925-1926 წლების სეზონში 26 მატჩში 35 გოლი გაიტანა. იმის გათვალისწინებით, რომ ტრადიციულად რონალდო სეზონის მეორე ნახევარში უფრო შედეგიანად თამაშობს, ამ რეკორდის გაუმჯობესება რეალურია.

 

ყველაზე მეტი გოლი სერია A-ს ერთ სეზონში

რონალდოს ასევე შეუძლია, იტალიის ჩემპიონატის ერთ სეზონში გატანილი გოლების რეკორდი დაამხოს. ამ მხრივ ყველაზე შედეგიანი ორი ფეხბურთელი იყო: ჯინო როსეტი იყო, რომელმაც 1928-1929 წლების სერია A-ში „ტორინოს“ მაისურით 36 გოლი გაიტანა ყველასათის კარგად ნაცნობი გონსაო იგუაინი, ვინაც როსეტის შედეგი 2015-2016 წლების  სერია A-ში „ნაპოლის“ შემადგენლობაში გაიმეორა.

 

ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებული 3 სხვადასხვა კლუბთან ერთად

ტურინული გრანდის მწვრთნელის, მასიმილიანო ალეგრის თქმით, გუნდის უპირველესი მიზანი ჩემპიონთა ლიგის მოგებაა. ყველაზე პრესტიჟულ საკლუბო ტურნირზე წარმატების შემთხვევაში, კრისტიანო რონალდო ისტორიაში მეორე ფეხბურთელი იქნება, ვინც სამი სხვადასხვა გუნდის შემადგენლობაში იზეიმებს ჩემპიონთა ლიგაზე ტრიუმფს. ჯერ-ჯერობით ერთადერთი ფეხბურთელი, ვინც ეს მოახერხა, ჰოლანდიელი კლარენს ზეედორფია - ჩემპიონთა ლიგა მან „აიაქსის“, „რეალისა“ და „მილანის“ რიგებში მოიგო.

 

პირველი ფეხბურთელი, რომელიც ტოპ 3 ჩემპიონატის ბომბარდირი გახდება

იტალიის ჩემპიონატის ბომბარდირის ტიტულის მოპოვების შემთხვევაში, რონალდო ისტორიაში პირველი ფეხბურთელი გახდება, ვინც ინგლისის პრემიერ ლიგის, ესპანეთის ლა ლიგისა და იტალიის სერია A-ს ბომბარდირის წოდებას დაიმსახურებს. ჩემპიონატის ბომბარდირის ტიტული მან ესპანეთში სამჯერ, ინგლისში კი ერთხელ მოიპოვა.

 

ტოპ 3 ჩემპიონატის გამარჯვებული

ამ რეკორდის დამყარება, სავარაუდოდ, ყველაზე მარტივი იქნება, რადგან „იუვემ“ ზედიზედ 7 სერია A მოიგო და წელსაც იტალიის ჩემპიონობის უპირობო ფავორიტია. რონალდო ფეხბურთის ისტორიაში პირველი იქნება, რომელსაც ინგლისის, ესპანეთისა და იტალიის ჩემპიონატების მოგებას შეძლებს.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]