ქართველმა ჭაბუკმა 9-დან 6.5 ქულა დააგროვა და აზერბაიჯანელ საჰილ მეჰრალიევთანა და რუს არტიომ ტრუბჩანინოვთან ერთად I-III ადგილები გაინაწილა, დამატებითი მაჩვენებლებით კი ჩემპიონის ტიტული დაისაკუთრა.
ათდღიანი გათამაშების კიდევ ერთი ქართველი ჭაბუკი მოჭადრაკე შოთა ხოდაშნელი გამარჯვებულს ნახევარი ქულით ჩამორჩა და სხვა მონაწილეებთან ერთად IV-VI ადგილები გაიყო.