weather cur horoscope tv
ნოემბერი 22, 2024

„ჯვაროსნები“ მსოფლიო რეიტინგში სამი პოზიციით დაწინაურდნენ

16:12 ხუთშაბათი, 29 ნოემბერი 2018

საქართველოს ფეხბურთელთა ეროვნული გუნდი FIFA-ს განახლებულ რეიტინგში სამი პოზიციით აღზევდა. ნოემბრის რეიტინგში ვლადიმირ ვაისის გუნდმა 92-ე პოზიციიდან 89-ე ადგილზე აინაცვლა.

მნიშვნელოვანი არაფერი შეცვლილა მსოფლიო რეიტინგის ტოპ-ათეულში, რომელსაც ბელგია უდგას სათავეში. წინა თვისგან განსხვავებით, ამჯერად მეექვსე ადგილზე პორტუგალიაა, მის ადგილას მეშვიდეზე კი ურუგვაი დადგა.

ათეულს მიუახლოვდა არგენტინა, რომელმაც ერთი ნაბიჯით წაიწია წინ და მე-11 ადგილზეა. ყველაზე დიდი ვარდნა კი რუსეთმა განიცადა - სტანისლავ ჩერჩესოვის გუნდი 7 პოზიციით დაქვეითდა და 48-ზე აღმოჩნდა.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]