აღნიშნული რეკორდი აქამდე როდ ლეივერს ეკუთვნოდა, რომელმაც 1974 წელს, 36 წლის ასაკში მიაღწია ხსენებულ შედეგს.
1987 წელს ხუთეულში მოხვედრა კი 35 წლის ამერიკელმა ჯიმი კონორსმა შეძლო. ისტორიაში რეიტინგის ტოპ-5-ში 700 კვირის განმავლობაში ყოფნა სწორედ მხოლოდ ფედერერმა და კონორსმა შეძლეს. 2019 წელს წარმატებულად გამოსვლის შემთხვევაში, მათი რეკორდის განმეორება და გაუმჯობესება ესპანელ რაფაელ ნადალს შეეძლება.