weather cur horoscope tv
ნოემბერი 05, 2024

რაულ თუთარაულმა კუდოს მსოფლიო ჩემპიონატზე ისტორიული მედალი მოიპოვა

11:00 ორშაბათი, 03 დეკემბერი 2018

საქართველომ პირველად მიიღო მონაწილეობა იაპონური საბრძოლოს სპორტი სახეობა კუდოს მსოფლიო პირველობაზე და პირველი მედალი მოიპოვა. საქართველოს სახელით ისტორიული ვერცხლის მედლის მფლობელი ნაკრების კაპიტანი რაულ თუთარაული გახდა.

რაულ თუთარაულს კუთვნილი მედალის გარდა თასიც გადაეცა. იგი 240 კატეგორიაში მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონი გახდა. თუთარაულს გეგამ მანავაზიანთან ფინალური ბრძოლის დროს ნეკნის ტრავმა გაურთულდა, რის გამოც დამატებით დროში ასპარეზობა ვეღარ შეძლო და ვერცხლის მედალს დასჯერდა. ფინალამდე რაულ თუთარაულმა ნახევარფინალში რუსი მეტოქე დაამარცხა, იქამდე კი ლიეტუვისა და იაპონიის წარმომადგენლებს სძლია.

კუდოს მსოფლიო ჩემპიონატი 1-2 დეკემბერს იაპონიის ქალაქ ნაგოიაში გაიმართა.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]