weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

გიორგი ქანთარია „ნემანის“ წლის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა

15:51 ორშაბათი, 03 დეკემბერი 2018

ბელარუსის ქალაქ გროდნოს საფეხბურთო კლუბმა „ნემანმა“ წლის საუკეთესო მოთამაშედ ქართველი მცველი გიორგი ქანთარია დაასახელა. გროდნოელთა ორი ნომერი გუნდის გულშემატკივრებმა გამოარჩიეს.

გიორგი ქანთარია საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრების წევრია და ახალგაზრდულ ნაკრებში 4 მატჩი აქვს ჩატარებული.

21 წლის ფეხბურთელი ბელარუსში 2017 წელს საფეხბურთო კლუბ „ზუგდიდიდან“ გადავიდა და დროთა განმავლობაში ძირითადი შემადგენლობის უცვლელ წევრად ჩამოყალიბდა.

ბელარუსის 2018 წლის პრემიერ ლიგა ახლახანს დასრულდა. „ნემანმა“ ჩემპიონატი მეშვიდე ადგილზე დაასრულა, ჩემპიონი კი ბორისოვოს „ბატე“ გახდა, რომელმაც ქვეყნის ჩემპიონის ტიტული ზედიზედ მეცამეტედ მოიპოვა, ჯამში კი მეთხუთმეტედ გახდა ბელარუსის ჩემპიონი.

აქვე შეგახსენებთ, რომ ბელარუსისპრემიერ ლიგაში ასევე თამაშობს გიორგი ნავალოვსკი, რომლის კლუბმა მინსკის „დინამომ“ 2018 წლის პირველობა მესამე ადგილზე დაასრულა და ევროპა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე მოხვდა.

 

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]