გიორგი ქანთარია საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრების წევრია და ახალგაზრდულ ნაკრებში 4 მატჩი აქვს ჩატარებული.
21 წლის ფეხბურთელი ბელარუსში 2017 წელს საფეხბურთო კლუბ „ზუგდიდიდან“ გადავიდა და დროთა განმავლობაში ძირითადი შემადგენლობის უცვლელ წევრად ჩამოყალიბდა.
ბელარუსის 2018 წლის პრემიერ ლიგა ახლახანს დასრულდა. „ნემანმა“ ჩემპიონატი მეშვიდე ადგილზე დაასრულა, ჩემპიონი კი ბორისოვოს „ბატე“ გახდა, რომელმაც ქვეყნის ჩემპიონის ტიტული ზედიზედ მეცამეტედ მოიპოვა, ჯამში კი მეთხუთმეტედ გახდა ბელარუსის ჩემპიონი.
აქვე შეგახსენებთ, რომ ბელარუსისპრემიერ ლიგაში ასევე თამაშობს გიორგი ნავალოვსკი, რომლის კლუბმა მინსკის „დინამომ“ 2018 წლის პირველობა მესამე ადგილზე დაასრულა და ევროპა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე მოხვდა.