weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

„რედ ბულის“ საფეხბურთო გუნდები ჩემპიონთა ლიგაზე დაუშვეს

11:10 ოთხშაბათი, 21 ივნისი 2017

UEFA-ს ოფიციალური ვებგვერდის ცნობით, ევროპული ფეხბურთის მმართველი ორგანიზაციის სასამართლო პალატამ ავსტრიის ჩემპიონ „რედ ბულ ზალცბურგსა“ და გერმანულ კლუბ „ლაიპციგს“ ჩემპიონთა ლიგაზე თამაშის ნება დართო.

გამომდინარე იქიდან, რომ „ზალცბურგიცა“ და „ლაიპციგიც“ ერთი კომპანიის, „რედ ბულის“ მფლობელობაშია, ერთდროულად მათი ასპარეზობა ჩემპიონთა ლიგაზე UEFA-ს წესდებას ეწინააღმდეგებოდა, რადგან UEFA ოფიციალურად კრძალავს თავის საკლუბო ტურნირებში ერთი ფიზიკური ან იურიდიული პირის საკუთრებაში მყოფი ორი ან მეტი გუნდის ერთდროულად მონაწილეობას, თუმცა სასამართლო პალატის ფინანსურმა მაკონტროლებელმა ორგანომ „რედ ბულის“ მფლობელობაში არსებულ ორივე გუნდს ევროპის ყველაზე პრესტიჟულ ტურნირში თამაშის უფლება მისცა.

შეგახსენებთ, რომ 2016-2017 წლების სეზონის ერთ-ერთმა მთავარმა აღმოჩენამ, საფეხბურთო კლუბმა „ლაიპციგმა“ გერმანიის ბუნდესლიგაში მეორე ადგილი დაიკავა, რაც იმას ნიშნავს, რომ ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე თამაშის უფლება ავტომატურად მოიპოვა. რაც შეეხება ავსტრიის ჩემპიონს, ზალცბურგის „რედ ბული“ კვლავ საკვალიფიკაციო პლეი-ოფში ითამაშებს, სადაც უკვე ზედიზედ 9 წელია მონაწილეობს, მაგრამ ცხრაჯერვე დამარცხდა და ევროპა ლიგით უწევდა დაკმაყოფილება.

აქვე გეტყვით, რომ ავსტრიულ ენერგეტიკული სასმელების კომპანია „რედ ბულს“ (Red Bull GmbH) ხსენებული ორი ევროპული გუნდის გარდა, კიდევ სხვა სამი კლუბი აქვს: ნიუ იორკის „რედ ბულზი“, „რედ ბულ ბრაზილი“ და „რედ ბულ განა“. ხუთივე კლუბს იდენტური ლოგოები და გუნდის ეკიპირებები აქვთ.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]