weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

ბათუმს ევროპის სპორტის ქალაქის სტატუსი მიენიჭა

12:04 ოთხშაბათი, 05 დეკემბერი 2018

ევროპის დედაქალაქებისა და ქალაქების სპორტის ფედერაციამ (ACES Europe) ბათუმს 2019 წლის ევროპის სპორტის ქალაქის სტატუსი მიანიჭა. ბათუმი საქართველოს პირველი ქალაქია, რომელმაც ეს სტატუსი მიიღო.

ქალაქების დაჯილდოების ცერემონია ბრიუსელში, ევროპის პარლამენტში გაიმართა. ევროპის სპორტის ქალაქის ტიტული და დროშა ბათუმის მერმა ლაშა კომახიძემ ჩაიბარა.

ბათუმისთვის აღნიშნული სტატუსის მინიჭება 2018 წლის ზაფხულში გადაწყდა. მაშინ აჭარას, ქალაქის მერიის მოთხოვნის საფუძველზე, ACES Europe-ის სპეციალური კომისია ეწვია, რომელსაც პრეზიდენტი ჯან ფრანჩესკო ლუპატელი ხელმძღვანელობდა. კომისიამ სპორტული ობიექტები დაათვალიერა და არსებული მდგომარეობა შეაფასა.

ბათუმის მერიის ინფორმაციით, ACES Europe-ის მიერ მომზადებულ დასკვნაში აღნიშნულია, რომ ბათუმში სამაგალითოა სპორტული პოლიტიკა და ინფრასტრუქტურა, პროგრამები და აქტივობები.

„სწორედ ამ კრიტერიუმების გათვალისწინებით მიენიჭა ბათუმს ევროპის სპორტის ქალაქის წოდება. ეს ფაქტი თავის მხრივ ადასტურებს იმას, რომ ევროპაში საქართველო ერთ-ერთ სპორტულ ქვეყნად ითვლება. მიღებული სტატუსი ქვეყანაში ხელს შეუწყობს ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებას და სპორტის პოპულარიზაციას. სპორტის განვითარება კი საქართველოში ერთ-ერთ პრიორიტეტულ მიმართულებად გამოცხადდა“, – ნათქვამია სოციალურ ქსელში ბათუმის მერის, ლაშა კომახიძის ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.

ყოველწლიურად ACES Europe ევროპულ ქალაქებს „ევროპის სპორტის დედაქალაქის“, „ევროპის სპორტის ქალაქის“, „ევროპის სპორტის თემისა“ და „ევროპის სპორტის მცირე ზომის ქალაქის“ სტატუსს ანიჭებს. 2019 წელს „ევროპის სპორტის დედაქალაქი“ ბუდაპეშტი იქნება.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]