weather cur horoscope tv
თებერვალი 24, 2021

კაჭარავას დუბლი და საგოლე პასი კვიპროსში

11:21 ხუთშაბათი, 06 დეკემბერი 2018 hits 491

საქართველოს ნაკრების წევრი ნიკა კაჭარავა კვიპროსის თასზე კარგი თამაშით გამოირჩა. ფამაგუსტას „ანორთოსისმა“ მერვედფინალურ ეტაპზე სტუმრად „აკრიტასი“ 7:0 გაანადგურა და ამაში თავისი წვლილი 24 წლის ქართველმა ფორვარდმაც შეიტანა.

კაჭარავა ძირითად შემადგენლობაში იყო, 84-ე წუთზე ანგარიში 5:0 გახადა, ხოლო 89-ე წუთზე დუბლი შეასრულა და საბოლოო ანგარიში - 7:0 დააფიქსირა, შუალედში კი, 85-ე წუთზე მიხალ დურისს ასისტენტობა გაუწია და საგოლე გადაცემაც მიითვალა.

იხ. ვიდეო

ეს მიმდინარე სეზონში ნიკა კაჭარავას პირველი გოლებია, მიუხედავად იმისა, რომ კვიპროსის ჩემპიონატში რეგულარულად თამაშობს და დღემდე 10 მატჩში მიიღო მონაწილეობა.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]