weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

მურთაზა აჰმადიმ მესის საჩუქარი თალიბანის გამო დაკარგა

11:06 შაბათი, 08 დეკემბერი 2018

ფეხბურთის გულშემატკივრებმა ავღანელი მურთაზა აჰმადის სახელი მას შემდეგ გაიგეს, რაც ინტერნეტში მისი გავრცელებული ფოტოების შემდეგ „ბარსელონას“ არგენტინელმა სუპერვარსკვლავმა მაისური აჩუქა, მოგვიანებით კი შეხვდა კიდეც, თუმცა როგორც გაირკვა, 7 წლის ბიჭუნამ ძვირფასი საჩუქარი ავღანეთში მიმდინარე საომარი მოქმედებების გამო დაკარგა.

საქმე ისაა, რომ თალიბანის მებრძოლები თავს დაესხნენ ჯაგორის რაიონს, სადაც მურთაზა აჰმადის ოჯახი ცხოვრობდა, გაქცევისას კი ოჯახმა ნივთების თან წაღება ვერ მოახერხა. ამჟამად აჰმადების ოჯახი დედაქალაქ ქაბულში ცხოვრობს.

გარდა ამისა, აჰმადების ოჯახის განმარტებით, მურთაზა აჰმადი სკოლაში არ დადის, რადგან მისი გატაცებისა და გამოსასყიდის მოთხოვნის შიშით, ოჯახი მას სკოლაში არ უშვებს.

შეგახსენებთ, რომ 2016 წელს 5 წლის ავღანელი ბიჭუნას ფოტო ინტერნეტში პოპულარული გახდა, როდესაც პოლიეთილენის პარკის მაისურით გამოჩნდა, რომელსაც ზედ ფლომასტერით MESSI ეწერა. ამის შემდეგ ლიონელ მესიმ UNICEF-ის დახმარებით მურთაზა აჰმადის არგენტინის ნაკრების ავტოგრაფიანი მაისური გაუგზავნა, შემდეგ კი ყატარში, ასევე UNICEF-ისა და BBC-ის დახმარებით შეხვდა კიდეც პატარა ქომაგს.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]