weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

ფრენკი დე იონგმა „ბარსელონას“ „პსჟ“ არჩია

12:05 შაბათი, 08 დეკემბერი 2018

ამსტერდამის „აიაქსის“ ნახევარმცველი ფრენკი დე იონგი ზაფხულში კარიერას „პარი სენ-ჟერმენში“ გააგრძელებს. ჰოლანდიური გამოცემების ინფორმაციით, წინასწარი შეთანხმების საფასური 85 მილიონ დოლარს შეადგენს.

„აიაქსის“ სპორტულმა დირექტორმა მარკ ოვერმარსმა ახალგაზრდა ტალანტის სანაცვლოდ ზემოთ აღნიშნული თანხა მოითხოვა, რის გადახდაზეც თანხმობა პარიზულმა კლუბმა უკვე განაცხადა. რამდენიმე დღის წინ ფრენკი დე იონგთან ერთად თამაშის სურვილი „პარი სენ-ჟერმენის“ ვარსკვლავმა კილიან მბაპემ გამოთქვა.

ჰოლანდიის ნაკრების წევრის სახელს „ბარსელონასა“ და „მანჩესტერ სიტისაც“ უკავშირებდნენ, თუმცა როგორც ჩანს, 21 წლის ფეხბურთელმა პარიზში გადასვლა არჩია.

ფრენკი დე იონგი ტილბურგის „ვილემ II“-ის აღზრდილია, „აიაქსს“ კი 2016 წელს შეუერთდა. ეროვნულ გუნდში იგი მიმდინარე წელს გამოჩნდა და 4 მატჩი ითამაშა.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]