„მზად ვართ ბრძოლისთვის. ბიჭები ძალიან თბილად შეგვხვდნენ. ერთმანეთი გვიყვარს და პატივს ვცემთ. ჩვენ ძალიან ახლობელი ხალხი და ერი ვართ. ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია რომ ოსეთში ვარ“, – განაცხადა გენო პეტრიაშვილმა ადგილობრივ ტელეარხთან ინტერვიუში.
საქართველოს ჭიდაობის ფედერაციის ცნობით, ფინალისკენ მიმავალ გზაზე, მსოფლიოს ორგზის ჩემპიონმა გენო პეტრიაშვილმა (125 კგ) რუსი მეტოქეების ოსტაპ პასენოკს (5-0) და ვიტალი გოგლოევს (12-4) ძლევის შემდეგ ამერიკელი რობერტ ნელსონი აშკარა უპირატესობით 10-0 გაანადგურა, ფინალში მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონი ირანელ ტაგი სადესადეს შეერკინება.
მსოფლიოს მოქმედმა ვიცე-ჩემპიონმა ავთანდილ კენჭაძემ რუსეთის ნაკრების 4 წარმომადგენელი დაამარცხა. აჰმედ შოკუმოვს 4-1, კახაბერ ხუბეჟთის 11-0 და მაგომედ დიბირგაჯიევის 4-2 სძლია, ნახევარფინალში კი კენჭაძემ მაგომედ ხაბიბ კადიმაგომედოვს 7-3 მოუგო. კენჭაძე ფინალში მისთვის კარგად ნაცნობ მეტოქეს რუს ტიმურ ბიჟოევს შეხვდება.
ევროპისა და მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონმა ბექა ლომთაძემ საფინალო გზაზე სამი რუსი მეტოქე ჩამოიშორა, ნურგუნ ალექსანდროვს 4-0 და მაგომედრასულ იდრისოვს 6-4 მოუგო, ნახევარფინალში რევანში აურო ალექსანდრ ბოგომოევს, რომელსაც შესრულებული 4 ქულიანი გდების წყალობით 7-7-ზე აჯობა. ფინალში ქუთაისელი ფალავანი რამაზან ფერზალიევს დაეჭიდება.
ტურნირის ფინალური შეხვედრები დღეს, 18:00 საათიდან დაიწყება.