ფინალის გზაზე პეტრიაშვილმა სამი მეტოქე ჩამოიშორა: რუსები - ოსტაპ პასენოკი (5:0) და ვიტალი გოგლოევი (12:4) და ამერიკელი რობერტ ნელსონი (10:0). ტურნირის დასრულების შემდეგ, გენო პეტრიაშვილი და საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელი გიორგი იანტბელიძე შეჯიბრების ორგანიზატორებმა სპეციალური პრიზებით დააჯილდოვეს.
საქართველოს ნაკრების წევრთაგან „ალანებზე“ ფინალში ბექა ლომთაძემ (61 კგ) და ავთანდილ კენჭაძემაც (74 კგ) იჭიდავეს, მაგრამ ორივე ვერცხლის მედალს დასჯერდა. აღსანიშნავია, რომ ორივე შემთხვევაში, ქართველი მოჭიდავეების წარუმატებლობაში მნიშვნელოვანი როლი მსაჯების მიერ მიღებულმა საკამათო გადაწყვეტილებებმა შეასრულა.
ლომთაძე ფინალური შეხვედრის მიწურულს გაშვებული ილეთით დამარცხდა (3:4) რუსეთის ნაკრების წევრ რამაზან ფერზალიევთან, საფინალო გზაზე კი ევროპისა და მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონმა სამი რუსი მეტოქე ჩამოიშორა: ნურგუნ ალექსანდროვს 4-0 და რუსეთის ჩემპიონ მაგომედრასულ იდრისოვს 6-4 მოუგო, ნახევარფინალში კი რევანში აუღო ალექსანდრ ბოგომოევს, ვისაც შესრულებული 4 ქულიანი გდების წყალობით 7-7-ზე აჯობა.
მსოფლიოს მოქმედმა ვიცე-ჩემპიონმა ავთო კენჭაძემ (74 კგ) ფინალისკენ მიმავალ გზაზე რუსეთის ნაკრების 4 წარმომადგენელი დაამარცხა - აჰმედ შოკუმოვი 4-1, კახაბერ ხუბეჟთი 11-0 და მაგომედ დიბირგაჯიევი 4-2. ნახევარფინალშიკენჭაძემ მაგომედხაბიბ კადიმაგომედოვს 7-3 მოუგო, ფინალში კი ასევე რუს ტიმურ ბიჟოევთან წააგო (1:2).