პირველ რაუნდში ხუთი წუთის მიწურულს ჰოლოვეიმ მთელი რიგი ზუსტი დარტყმების შემდეგ აშკარა უპირატესობა მოიპოვა. მეორე რაუნდის სტარტზე შთაბეჭდილება იქმნებოდა, რომ ორტეგა ახლოს იყო ნოკაუტით წაგებასთან, მაგრამ კალიფორნიელმა მებრძოლმა რეაბილიტირება მოახერხა და ბრძოლაც კი გაათანაბრა.
მესამე რაუნდის დასაწყისში ორტეგამ აქტიურად შეუტია და ჰოლოვეის პრობლემები შეუქმნა, მაგრამ ინიციატივა ჩემპიონმა მალე დაიბრუნა. მეოთხე რაუნდში ორტეგამ უამრავი დარტყმა მიიღო, რის შედეგადაც ფეხზე გაჭირვებით იდგა.
მეხუთე რაუნდის დაწყებამდე მსაჯმა ბრაიან ორტეგას მდგომარეობის შეფასების შემდეგ ორთაბრძოლა შეაჩერა და ჰავაიელმა მაქს ჰოლოვეიმ საჩემპიონო ტიტულის დაცვა მოახერხა.