weather cur horoscope tv
აპრილი 20, 2024

პორტუგალიამ მასპინძელი რუსეთი რონალდოს გოლით დაამარცხა

10:43 ხუთშაბათი, 22 ივნისი 2017

რუსეთში მიმდინარე კონფედერაციათა თასის ტურნირზე A ჯგუფში მეორე ტურის შეხვედრები გაიმართა. ევროპის ჩემპიონმა პორტუგალიამ კაპიტანი ლიდერის, კრისტიანო რონალდოს ადრეული გოლით დაამარცხა მასპინძლები, მექსიკამ კი აუტსაიდერი ახალი ზელანდიის ნაკრებს მეორე ტაიმში სძლია.

როგორც უკვე აღვნიშნეთ, მოსკოვის „ოტკრიტიე არენაზე“ სწრაფი გოლი გავიდა - რაფაელ გერეიროს მაღალ ჩაწოდებას პორტუგალიელთა სუპერვარსკვლავმა თავი დაუხვედრა და ანგარიში მე-8 წუთზე გახსნა. გატანილი გოლის შემდეგ მატჩის სადავეები ევროპის ჩემპიონებმა იგდეს ხელთ და მასპინძელთა კართან არაერთი იერიში მიიტანეს, რუსები კი მხოლოდ ბურთის ამოტანას ახერხებდნენ. მეორე ტაიმში მეკარე იგორ აკინფეევმა ჯერ ანდრე სილვას თავურისგან იხსნა გუნდი, შემდეგ კი შორეული დარტყმა მოიგერია. საბოლოოდ ანგარიში აღარ შეცვლილა და სტანისლავ ჩერჩესოვის გაწვრთნილმა რუსეთის ნაკრებმაც ქვეჯგუფიდან გასვლის საკითხი გაირთულა.

საინტერესოდ წარიმართა მოვლენები ქალაქ სოჭის ოლიმპიურ სტადიონზე ამავე ჯგუფის მეორე შეხვედრაში, სადაც პირველი გოლი ახალ ზელანდიელებმა გაიტანეს. გუნდის კაპიტანმა ქრის ვუდმა რამდენიმე ხელსაყრელი მომენტის განიავების შემდეგ ანგარიში ტაიმის მიწურულს გახსნა. მეორე ნახევრის სტარტზე იმავე ვუდს კიდევ მიეცა შანსი, თუმცა საკმაოდ რეალური შანსი ვერ გამოიყენა. უმალ ამოქმედდა დაუწერელი საფეხბურთო კანონი - არ გაიტან, გაგიტანენ და მექსიკელებმაც 54-ე წუთზე ხავიერ აკინოს წამოწყებული შეტევა შესანიშნავად გაათამაშეს და ცენტრფორვარდმა რაულ ხიმენესმა ნახევარბრუნში ეფექტური გოლი გაიტანა. გადახალისებული შემადგენლობით მოთამაშე მექსიკელებმა კიდევ განახარციელეს ცვლილებები და მეტოქეზე დაწოლა გაზარდეს, რამაც შედეგი გამოიღო - მარცხენა ფრთაზე კვლავ მატჩის საუკეთესო ფეხბურთელმა ხავიერ აკინომ იაქტიურა და 72-ე წუთზე ორიბე პერალტას საგოლე გადაცემა გაუკეთა. ცენტრალურ ამერიკელებს კიდევ მიეცათ საგოლე შანსი, საპასუხოდ კი ახალ ზელანდიელებმა გაიბრძოლეს და რაიან თომასის დარტყმული მექსიკელთა კარის ძელმა მოიგერია, თუმცა ანგარიში აღარ შეცვლილა და ოკეანელებიც ტურნირს გამოეთიშნენ.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]