weather cur horoscope tv
ნოემბერი 22, 2024

იბრაჰიმოვიჩის აზრით მესის „ოქროს ბურთში“ ფლორენტინო პერესი ეცილება

11:57 სამშაბათი, 11 დეკემბერი 2018

„ლოს ანჯელეს გალაქსის“ შვედი ვარსკვლავი ზლატან იბრაჰიმოვიჩი მიიჩნევს, რომ „ოქროს ბურთის“ დაჯილდოებაზე ლუკა მოდრიჩის წლევანდელი გამარჯვება, ისევე, როგორც წინა წლებში კრიტიანო რონალდოსი, რეალურად ფლორენტინო პერესის დამსახურებაა.

ეპატაჟურობითა და პირდაპირი გამონათქვამებით ცნობილი ფეხბურთელის აზრით, „ბარსელონას“ ვარსკვლავ ლიონელ მესის პრესტიჟულ პირად საფეხბურთო ჯილდოში სწორედ „რეალის“ პრეზიდენტი ეცილება და არა რომელიმე ფეხბურთელი.

„ჩვენ უკვე ვიცით, ვინ ებრძოდა მესის „ოქროს ბურთისთვის“ და ეს არ იყო რონალდო. ამ ჯილდოსთვის ლიონელ მესი და ფლორენტინო პერესი იბრძვიან“, - განუცხადა „იბრაკადაბრამ“ Fox Sports-ს.

შეგახსენებთ, რომ ზლატან იბრაჰიმოვიჩი და ლიონელ მესი „ბარსელონაში“ თანაგუნდელები ერთი სეზონის (2009-2010) განმავლობაში იყვნენ. ბოსნიურ-ხორვატული ფესვების მქონე ვეტერან შვედ ფეხბურთელს არაერთხელ აღუნიშნავს, რომ პლანეტის საუკეთესო ფეხბურთელი სწორედ მესია.

 

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]