weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

ახალი წლიდან ტოჩინოშინს ხელფასი გაეზრდება

14:21 ოთხშაბათი, 12 დეკემბერი 2018

იაპონიის სუმოს ასოციაციის გადაწყვეტილებით, 2019 წლის 1-ლი იანვრიდან სუმოისტებს, მათ შორის ქართველ ლევან გორგაძეს, იგივე ტოჩინოშინს, ხელფასები გაეზრდებათ.

სუმოისტთა ანაზღაურება წოდებიდან გამომდინარე იზრდება. ტოჩინოშინი, რომელსაც ოძეკის (მე-2 რანგი) წოდება აქვს, თვეში 2.5 მილიონ იაპონურ იენს (დაახლოებით 58 500 ლარი) მიიღებს. ოძეკებზე მაღლა მდგომი იოკოზუნების ანაზღაურება 3 მილიონ იენამდე გაიზრდება. რაც შეეხებათ ოძეკებზე დაბლა მდგომ სეკივაკეებსა და კომუსუბებს, ისინი თვეში 1.8 მილიონ იენს მიიღებენ.

კიდევ ერთი ქართველი პროფესიონალი სუმოისტის, თეიმურაზ ჯუღელის, იგივე გაგამარუს ხელფასი, რანგით დაბალ დივიზიონ ჯურიოში ასპარეზობის სტატუსით, თვეში 1.2 მილიონი იენი იქნება.

აღსანიშნავია, რომ სუმოისტების ხელფასი ბოლო 18 წლის განმავლობაში არ გაზრდილა.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]