weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

„მანჩესტერ სიტიმ“ ამერიკელი მეკარე შეიძინა

15:42 ოთხშაბათი, 12 დეკემბერი 2018

ინგლისის პრემიერ ლიგის ლიდერმა „მანჩესტერ სიტიმ“ შეერთებული შტატების ნაკრების ახალგაზრდა კარის დარაჯი ზაკ სტეფენი შეიძინა. 23 წლის მეკარე ეროვნულ ნაკრებში წელს გამოჩნდა და 6 მატჩი ითამაშა, ახლახანს დასრულებულ MLS-ში კი საუკეთესო მეკარედ დასახელდა.

ხოსეპ გვარდიოლას კლუბში ძირითადი მეკარე ბრაზილიელი ედერსონია, სათადარიგო გოლკიპერის ადგილი კი ვაკანტური იყო, რადგან ჩილელი კლაუდიო ბრავო აგვისტოში დაშავდა და ჯერაც ვერ ვარჯიშობს სრული დატვირთვით.

ამერიკელი ფეხბურთელის სანაცვლოდ „კოლამბუს ქრიუმ“ 7 მილიონი გირვანქა სტერლინგი მიიღო, ზაკ სტეფენი კი მანჩესტერულ კლუბს ზაფხულში შეუერთდება. ამ ტრანსფერით იგი MLS-ის ყველაზე ძვირადღირებული მეკარე გახდა.

ზაკ სტეფენი „კოლამბუსში“ 2016 წლიდან თამაშობს, მანამდე კი გერმანულ „ფრაიბურგში“ ირიცხებოდა, სადაც მხოლოდ დუბლშემადგენლობაში თამაშობდა.

აქვე გეტყვით, რომ 2018 წლის ამერიკის საფეხბურთო ჩემპიონატი (MLS) „ატლანტა იუნაიტედის“ გამარჯვებით დასრულდა, რომელმაც ფინალში „პორტლენდ ტიმბერსს“ 2:0 სძლია და პირველად მოიპოვა ამერიკის ჩემპიონის ტიტული. ჯორჯიელებს არგენტინელი დამრიგებელი, ერთ დროს „ბარსელონას“, პარაგვაისა და არგენტინის ნაკრებების მწვრთნელი ხერარდო მარტინო წვრთნის.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]