ხოსეპ გვარდიოლას კლუბში ძირითადი მეკარე ბრაზილიელი ედერსონია, სათადარიგო გოლკიპერის ადგილი კი ვაკანტური იყო, რადგან ჩილელი კლაუდიო ბრავო აგვისტოში დაშავდა და ჯერაც ვერ ვარჯიშობს სრული დატვირთვით.
ამერიკელი ფეხბურთელის სანაცვლოდ „კოლამბუს ქრიუმ“ 7 მილიონი გირვანქა სტერლინგი მიიღო, ზაკ სტეფენი კი მანჩესტერულ კლუბს ზაფხულში შეუერთდება. ამ ტრანსფერით იგი MLS-ის ყველაზე ძვირადღირებული მეკარე გახდა.
ზაკ სტეფენი „კოლამბუსში“ 2016 წლიდან თამაშობს, მანამდე კი გერმანულ „ფრაიბურგში“ ირიცხებოდა, სადაც მხოლოდ დუბლშემადგენლობაში თამაშობდა.
აქვე გეტყვით, რომ 2018 წლის ამერიკის საფეხბურთო ჩემპიონატი (MLS) „ატლანტა იუნაიტედის“ გამარჯვებით დასრულდა, რომელმაც ფინალში „პორტლენდ ტიმბერსს“ 2:0 სძლია და პირველად მოიპოვა ამერიკის ჩემპიონის ტიტული. ჯორჯიელებს არგენტინელი დამრიგებელი, ერთ დროს „ბარსელონას“, პარაგვაისა და არგენტინის ნაკრებების მწვრთნელი ხერარდო მარტინო წვრთნის.