weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

რეზი დავითაძემ ოქროს ატაცით ბრინჯაოს მედალი მოიპოვა

12:01 ხუთშაბათი, 22 ივნისი 2017

საქართველოს ძალოსანთა ახალგაზრდული ნაკრების წევრმა რეზი დავითაძემ იაპონიის დედაქალაქ ტოკიოში მიმდინარე მსოფლიოს ახალგაზრდულ ჩემპიონატზე მე-3 ადგილი დაიკავა და ბრინჯაოს მედალს დაეუფლა.

85 კგ წონით კატეგორიაში, ატაცში დავითაძემ სამივე ცდა გამოიყენა - 154, 159 და 162-კილოგრამიანი შტანგები დაიმორჩილა და მცირე ოქროს მედალს დაეუფლა. მეორე მოძრაობაში – აკვრაში კი მან მხოლოდ ერთხელ შეძლო სიმძიმის დამორჩილება - 185 კილოგრამი აჰკრა და ორჭიდის ჯამში მოგროვებული 347 კილოგრამით მესამე საპრიზო ადგილი დაიკავა. 

ვერცხლის პრიზიორს, ვენესუელელ კეიდომარ ჯოვანი ვალენილა სანჩესს დავითაძე 1 კილოგრამით ჩამორჩა, მსოფლიოს ჩემპიონი კი ყატარელი ფარეს იბრაჰიმი 353 კილოგრამით გახდა.

საქართველოს ძალოსანთა ახალგაზრდული ნაკრები მსოფლიოს პირველობაზე 4 სპორტსმენითაა ჩასული. მათგან საქმეში ჯერ მხოლოდ რეზი დავითაძე ჩაება.

აღსანიშნავია, რომ რეზი დავითაძის გამოსვლას საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების წევრები ლაშა შავდათუაშვილი, ზებედა რეხვიაშვილი და ვარლამ ლიპარტელიანი და ნაკრების მთავარი მწვრთნელი ირაკლი ცირეკიძეც დაესწრნენ, რომლებიც ამ მომენტში ტოკიოში გადიან საწვრთნელ შეკრებას.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]