weather cur horoscope tv
ნოემბერი 23, 2024

„რეალმა“ ზამთრის პირველი ტრანსფერი შეათანხმა

13:47 ხუთშაბათი, 13 დეკემბერი 2018

როგორც პრესტიჟული ესპანური გამოცემა Marca წერს, მადრიდის „რეალი“ ზამთრის სატრანსფერო ფანჯრისას „მანჩესტერ სიტის“ ახალგაზრდა ესპანელ ბრაჰიმ დიასს გაიფორმებს. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მხარეებმა შეთანხმებას უკვე მიაღწიეს.

19 წლის ნახევარმცველს „მანჩესტერ სიტისთან“ კონტრაქტი სეზონის დასრულების შემდეგ უმთავრდება, ასე რომ ფინანსური მოგების მისაღებად ინგლისური კლუბი ახალგაზრდა ტალანტს იანვარშივე გაყიდის - დიასის სანაცვლოდ „სამეფო კლუბი“ 10 მილიონ ევროს გადაიხდის.

ბრაჰიმ დიასმა, რომელიც „მანჩესტერ სიტიში“ 2016 წლიდან ირიცხება, მიმდინარე სეზონში ინგლისის ლიგის თასის ორ შეხვედრაში ითამაშა და 2 გოლი გაიტანა.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]