weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

ვაკო გვილია „ლუცერნს“ იანვარში დატოვებს

17:20 პარასკევი, 14 დეკემბერი 2018

„ლუცერნის“ მწვრთნელი რენე ვაილერი მიმდინარე სეზონში 25 წლის ქართველ ნახევარმცველს არ წყალობს და შვეიცარიული გამოცემების ცნობით, კლუბი საქართველოს ნაკრების წევრს ზამთარში გაუშვებს. მიმდინარე სეზონში ვალერიან გვილიამ მხოლოდ 10-ჯერ ითამაშა.

„მე ძირითადად დინამიური, განსაზღვრული ფეხბურთი მჭირდება. გვილიას აქვს ის სტილი, რომელიც „ლუცერნისას“ ეწინააღმდეგება. ქართველს არ უყვარს ბურთთან გამოთხოვება და ურჩევნია, ბურთი ფეხში ჰქონდეს, მე კი მომწონს ფეხბურთელები, რომლებიც შეტევაში ბურთის გარეშე უფრო მეტს იმოძრავებენ,“ – განაცხადა „ლუცერნის“ დამრიგებელმა.

შეგახსენებთ, რომ ვაკო გვილია „ლუცერნში“ 2018 წლის იანვარში ბელარუსის „ბატე“-დან გადავიდა და ახალ კლუბში ფეხი მალევე მოიკიდა. ტური არ გავიდოდა, გვილია სიმბოლურში არ მოხვედრილიყო ანდა მასზე დადებითი შეფასებები არ დაეწერათ გამოცემებს, თუმცა სეზონის დასრულების შემდეგ ნახევარმცველმა სანაკრებო შეკრებაზე ტრავმა მიიღო და შვეიცარიაში დაბრუნებულმა ახალი მწვრთნელის გულის მოგება ვეღარაფრით შეძლო.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]