weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

საქართველოს აბსოლუტური ფალავანი კასპელი ბექა ბერძენიშვილი გახდა

11:34 კვირა, 16 დეკემბერი 2018

ქართულ ჭიდაობაში ტრადიციული ტურნირი „ფალავნობა 2018“ ჩატარდა. ქვეყნის აბსოლუტური ფალავნის წოდება კასპელმა ბექა ბერძენიშვილმა (+ 100 კგ) მოიპოვა, რომელმაც ფინალში გორელი გიორგი პაპუნაშვილი დაამარცხა.

ტურნირზე მედლები ოთხ წონით კატეგორიაში გათამაშდა. 80 კგ კატეგორიაში გიორგი მახარაშვილმა გაიმარჯვა, 90 კგ წონით კატეგორიაში - გიორგი პაპუნაშვილმა, 100 კგ-ში ლაშა ტაველურმა, ხოლო +100 კგ წონით კატეგორიაში - ლევან მატიაშვილმა.

წლის ფალავანი 1928 წლიდან ვლინდება, შესაბამისად, 2018 წლის შეჯიბრი საიუბილეო – 90-ე იყო. წლევანდელი „ფალავნობა“ იმითაც გამოირჩეოდა, რომ ნოემბერში იუნესკომ ქართულ ჭიდაობას არამატერიალური კულტურული ძეგლის სტატუსი მიანიჭა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]