weather cur horoscope tv
ნოემბერი 22, 2024

„კრასნოდარმა“ თორნიკე ოქრიაშვილთან კონტრაქტი გაწყვიტა

23:54 ორშაბათი, 17 დეკემბერი 2018

საქართველოს ნაკრების 26 წლის შემტევმა ნახევარმცველმა თორნიკე ოქრიაშვილმა „კრასნოდარი“ დატოვა. რუსული საფეხბურთო კლუბის ოფიციალური ვებგვერდის ცნობით, მხარეებმა ხელშეკრულება ორმხრივი შეთანხმების საფუძველზე გაწყვიტეს.

ჯერ-ჯერობით უცნობია, სად გააგრძელებს კარიერას ქართველი ფეხბურთელი.

თორნიკე ოქრიაშვილი „კრასნოდარს“ 2016 წლის შემოდგომაზე თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდა. რუსული კლუბის შემადგენლობაში მან 20 მატჩი ითამაშა, 3 გოლი გაიტანა და 1 საგოლე გადაცემა გააკეთა.

 

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]