ბოლო პერიოდში „მანჩესტერ იუნაიტედი“ არასტაბილურ და წარუმატებელ თამაშს აჩვენებდა, მიუხედავად ამისა, კლუბი ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალში მაინც გავიდა, თუმცა საშინაო სარბიელზე უჩვეულოდ სუსტად გამოიყურება და პრინციპულ მეტოქე „ლივერპულთან“ მარცხი (1:3) მოურინიოსთვის უკანასკნელი მატჩი გამოდგა.
ჟოზე მოურინიო „მანჩესტერ იუნაიტედს“ 2016 წლიდან ავარჯიშებდა და გუნდს სამი ტიტული მოაგებინა: 2016 წლის ინგლისის სუპერ თასი (ქომუნითი შილდი), 2017 წლის ინგლისის ლიგის თასი და ევროპა ლიგა, თუმცა როგორც უკვე ვახსენეთ, საერთო ჯამში მანჩესტერული გრანდი მის ხელში საკმაოდ უფერულ თამაშს აჩვენებდა და ბევრ გადამწყვეტ თუ პრინციპულ შეხვედრას აგებდა.