weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

გურამ თუშიშვილი მსოფლიო რეიტინგის აბსოლუტური ლიდერია

11:26 ხუთშაბათი, 20 დეკემბერი 2018

ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციამ 2018 წლის სეზონის ბოლო ტურნირის - მსოფლიოს მასტერსის შედეგები შეაჯამა და მსოფლიოს განახლებული რეიტინგი გამოაქვეყნა მამაკაცთა და ქალთა შვიდ-შვიდ წონით კატეგორიაში.

რეიტინგის მამაკაცთა ცხრილებში საქართველოს ნაკრების წევრები სტაბილურად მაღალ პოზიციებს იკავებენ:

შვიდი წონიდან ორს სათავეში სწორედ ქართველი ძიუდოისტები უდგანან. 100 კილოგრამის ლიდერი ვარლამ ლიპარტელიანია, +100 კილოგრამის კი - გურამ თუშიშვილი. თავიანთ წონით კატეგორიებში მეორე ადგილებზე დგანან ამირან პაპინაშვილი (60 კგ), ვაჟა მარგველაშვილი (66 კგ) და ლაშა შავდათუაშვილი (73 კგ).

ძიუდოისტების მიერ დაგროვებული ქულების მიხედვით, საერთაშორისო ფედერაციამ ყველა წონის გაერთიანებული ათეულიც გამოაქვეყნა, რომელშიც საუკეთესო მაჩვენებელი გურამ თუშიშვილს აქვს, მეორე საფეხურს კი ლიპარტელიანი იკავებს.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]