45 წლის სპეციალისტმა აღნიშნა, რომ „მანჩესტერ იუნაიტედი“ ყოველთვის მის გულშია და ასეთ კლუბში დაბრუნება მისთვის ბედნიერებაა.
სულშერის სამწვრთნელო შტაბში მაიკ ფელანი, ემილიო ალვარესი, კირან მაკკენა და მაიკლ კარიკი იქნებიან, ეს უკანასკნელი მოურინიოს გაშვებისას ასევე მოიაზრებოდა გუნდის დროებით მწვრთნელად.
ბრიტანული პრესის ცნობით, ულე-გუნარ სულშერი ზამთრის სატრანსფერო ფანჯრისთვის გუნდის ხელმძღვანელობისგან 50 მილიონ გირვანქა სტერლინგს მიიღებს.
შეგახსენებთ, რომ სულშერი „მანჩესტერ იუნაიტედში“ 1996 წლიდან 2007 წლამდე თამაშობდა და 366 ჩატარებულ შეხვედრაში 126 გოლი გაიტანა. კლუბთან ერთად მან 12 ტიტული მოიგო, მათ შორის - ექვსჯერ პრემიერ ლიგა და ერთხელ ჩემპიონთა ლიგა, რომლის ფინალში გადამწყვეტი გოლი სწორედ თავად გაიტანა.