weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

2018 წლის საქართველოს საუკეთესო სპორტსმენად ლაშა ტალახაძე დასახელდა

00:14 შაბათი, 22 დეკემბერი 2018

საქართველოს ეროვნულმა ოლიმპიურმა კომიტეტმა 2018 წლის საუკეთესო სპორტული შედეგების გათვალისწინებით ნომინაციების მიხედვით საუკეთესოები გამოავლინა. წლის საუკეთესო სპორტსმენი ძალოსანი ლაშა ტალახაძე გახდა და ამ ნომინაციისთვის საგანგებოდ დამზადებული პრიზი - „ოლიმპიური ალი“ მიიღო.

საქართველოს ეროვნული ოპიმპიური კომიტეტის გენერალურმა სპონსორმა „საქართველოს ბანკმა“ ტალახაძე 4 000 000 პლუს ქულით დაასაჩუქრა, ახალგაზრდულ ოლიმპიურ თამაშებზე გამარჯვებისთვის კი გიორგი ჩხიკვაძეს 10 000 ლარი გადასცა.

ლაშა ტალახაძის გარდა საუკეთესო სპორტსმენის ნომინანტთა სიაში იყვნენ: ნიკოლოზ ბასილაშვილი (ჩოგბურთი) - ჩინეთის ღია პირველობის გამარჯვებული; გურამ თუშიშვილი (ძიუდო, მძიმე წონა) - მსოფლიოს ჩემპიონი; გენო პეტრიაშვილი (თავისუფალი ჭიდაობა, მძიმე წონა) - მსოფლიოს ჩემპიონი და ევროპის ჩემპიონატის ვერცხლის პრიზიორი.

ოლიმპიურმა კომიტეტმა საუკეთესო ახალგაზრდა სპორტსმენად აღიარა მესამე ახალგაზრდული ოლიმპიური თამაშების ჩემპიონი გიორგი ჩხიკვაძე (ბერძნულ-რომაული ჭიდაობა); საუკეთესო სპორტსმენ ქალად დასახელდა ძალოსანი ანასტასია გოტფრიდი, რომელმაც ევროპის ჩემპიონატზე ოქროს მედალი მოიპოვა; ზამთრის სპორტში გამოარჩიეს მოციგურავეების - მარია კაზაკოვასა და გიორგი რევიას წყვილი.

სხვა ნომინაციებში გაიმარჯვეს: წლის აღმოჩენა - „ოლიმპიური იმედი“ - ნუგზარ წურწუმია (ბერძნულ-რომაული ჭიდაობა), ევროპისა და მსოფლიო ჩემპიონატების ბრინჯაოს პრიზიორი, 23 წლამდელთა შორის მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონი; „წლის მწვრთნელი“ - ნუგზარ სხირელი (თავისუფალი ჭიდაობა); „ოლიმპიური მოძრაობის მედია-მხარდამჭერი“ - ტელეკომპანია „იმედი“; „რეგიონალური აქტივობისთვის“ - სეოკ-ის იმერეთის ორგანიზაცია; „ოლიმპიური სპორტის მხარდაჭერისთვის“ - სააქციო საზოგადოება „საქართველოს ბანკი“.

ქართველმა სპორტსმენებმა 2018 წელს, ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონატებზე 6 ოლიმპიურ სახეობაში სულ 18 ოქროს, 9 ვერცხლისა და 24 ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს, მათ შორის არის მსოფლიოს ჩემპიონატის 3 ოქროს მედალი.

„ეს იმას ნიშნავს, რომ სავსებით რეალურია ჩვენი ოპტიმისტური მოლოდინი 2020 წლის ოლიმპიურ თამაშებთან დაკავშირებით. ჩვენ გვაქვს ყველა შესაძლებლობა და რესურსი იმისთვის, რომ გადავდგათ მორიგი ნაბიჯი და გავაუმჯობესოთ წინა ოლიმპიადის შედეგი“, - განაცხადა ოლიმპიური კომიტეტის თავმჯდომარემ, ლერი ხაბელოვმა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]