რაბიო, რომლის „ბარსელონაში“ ტრანსფერზე აქამდეც იწრებოდა, ბონუსის სახით 10 მილიონ ევროს მიიღებს. 23 წლის შემტევი ნახევარმცველი კატალონიურ გუნდთან წინასწარ კონტრაქტს იანვრის შემდეგ გააფორმებს, თუმცა „ბარსას“ თავისუფალი აგენტის სტატუსით სეზონის დასრულების შემდეგ შეუერთდება.
აქვე გეტყვით, რომ ზემოთხსენებული ჯეისონ მურილიო ერნესტო ვალვერდეს გუნდში ტრავმირებული სამუელ უმტიტისა და თომას ვერმაელენის შემცვლელად მოიაზრება. 26 წლის მცველი აქამდე „ვალენსიაში“ ირიცხებოდა.