სეგუნდა დივიზიონის მე-19 ტურში „სარაგოსამ“ შინ „ესტრემადურას“ უმასპინძლა და 2:1 დაამარცხა. მასპინძლები აგებდნენ, შემდეგ გაათანაბრეს, გამარჯვების გოლი კი სწორედ პაპუნაშვილის ანგარიშზეა, რომელმაც ცაცია დარტყმით დაამწუხრა მეტოქე გუნდი.
„სარაგოსა“ სეგუნდა დივიზიონის ცხრილის ქვედა ნაწილშია და 22 გუნდში მე-17 ადგილს იკავებს.