ქალაქ ალ აინში გამართულ ფინალში ანგარიში ლუკა მოდრიჩმა გახსნა, მეორე ტაიმში კი თავი მარკოს ლორენტემ და სერხიო რამოსმა გამოიჩინეს. მასპინძლებმა შეხვედრსი მიწურულს სხვაობა შეამცირეს, თუმცა მატჩის ბოლო წუთებზე ავტოგოლიც მიითვალეს და სანტიაგო სოლარის გუნდთან პირწმინდად დამარცხდნენ.
ფინალამდე საამიროების დედაქალაქ აბუ დაბიში შედგა მატჩი მე-3 ადგილისა და ბრინჯაოს მედლებისთვის, რომელშიც ბუენოს აირესის „რივერ პლეიტმა“ დიდი ანგარიშით სძლია იაპონურ „კაშიმა ანტლერსს“