weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

მუქარების გამო ფერნანდინიოს ბრაზილიის ნაკრებში თამაში არ სურს

11:37 სამშაბათი, 25 დეკემბერი 2018

„მანჩესტერ სიტის“ წევრი ფერნანდინიო ბრაზილიის ნაკრებში თამაშზე უარს ამბობს. 33 წლის ნახევარმცველმა ეროვნული გუნდის მთავარ მწვრთნელ ტიტეს სთხოვა, რომ უახლოესი მატჩებისთვის არ გამოიძახოს.

ამის მიზეზი ისაა, რომ 2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შემდეგ ფერნანდინიოსა და მისი ოჯახის წევრებს ემუქრებოდნენ.

საკითხთან დაკავშირებით კომენტარი თავად „სელესაოს“ თავკაცმა ტიტემაც გააკეთა. მისი თქმით, ფერნანდინიოს გამოძახება უნდოდა, თუმცა მისმა ოჯახმა გულშემატკივრების მხრიდან მუქარა იგრძნო და ფეხბურთელიხ  ნათესავებს დაპირდა, რომ ნაკრებში არ იქნება.

შეგახსენებთ, რომ რუსეთში გამართულ მუნდიალზე ბელგიასთან წაგებულ მეოთხედფინალურ მატჩში ფერნანდინიომ, რომელიც დისკვალიფიცირებული კაზემიროს ნაცვლად თამაშობდა ძირითად შემადგენლობაში, საკუთარ კარში გოლი გაიტანა და მატჩის მსვლელობისას არაერთი უხეში შეცდომა დაუშვა.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]