weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

შეცდომის გამო ჯერმენ დეფო 10 წლის შემდეგ დააჯილდოვეს

14:09 სამშაბათი, 25 დეკემბერი 2018

ვეტერანმა ინგლისელმა ფეხბურთელმა ჯერმენ დეფომ 2007-2008 წლების ინგლისის ლიგის თასის გათამაშებაში გამარჯვებულის მედალი მხოლოდ ახლა აიღო.

„უცნაურია, მაგრამ სასიამოვნო გრძნობაა. იმ გამარჯვებაში ჩემი წვლილი შევიტანე და მიხარია, რომ ამდენი წლის შემდეგ ჯილდოც მივიღე“, - განაცხადა 36 წლის ფეხბურთელმა, რომელიც დღეს „ბორნმუთის“ ღირსებას იცავს.

2007-08 წლების სეზონი დეფომ „ტოტენჰემ ჰოტსპურში“ დაიწყო. ლიგის თასზე მან ხუთჯერ ითამაშა, თუმცა „ჩელსისთან“ ფინალამდე ერთი თვით ადრე „პორტსმუთში“ გადავიდა. „ტოტენჰემმა“ ფინალი მოიგო, საფეხბურთო ლიგაში კი ახლახანს გაარკვიეს, რომ დეფოს გამარჯვებულის მედალი ეკუთვნოდა და არ ჰქონდა.

ხსენებულ ინგლისის თასის ფინალში ხუანდე რამოსის გაწვრთნილმა „დეზებმა“ თანაქალაქელი „ჩელსი“ დიმიტარ ბერბატოვისა და ჯონათან ვუდგეიტის გოლებით 2:1 დაამარცხეს. ლიგის თასის იმ სეზონში დეფომ 5 მატჩი ჩაატარა და 1 გოლი გაიტანა.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]