weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

კოკორინი და მამაევი ციხის გუნდში ითამაშებენ

10:36 ოთხშაბათი, 26 დეკემბერი 2018

დაკავებულ რუს ფეხბურთელებს, „ზენიტის“ თავდამსხმელ ალექსანდრ კოკორინსა და „კრასნოდარის“ ნახევარმცველ პაველ მამაევს მოსკოვში მდებარე „ბუტირკის“ ციხეში ფეხბურთის თამაშის უფლება ექნებათ.

„ციხის ხელმძღვანელობას ვესაუბრეთ, მატჩი შობის შემდეგ გაიმართება. კონკრეტული თარიღი მოგვიანებით გადაწყდება. სავარაუდოდ, პირველ ტაიმში მოედანზე კოკორინი ითამაშებს, მეორეში კი - მამაევი. აქედან გამომდინარე, ისინი ერთმანეთთან ვერ ითამაშებენ და გამომძიებლისგან უფლების მიღება არ მოუწევთ. შესაძლოა, ეს უფლება მიიღონ და ორივემ სრულყოფილი მატჩი ჩაატაროს, - განაცხადა მოსკოვის საზოგადოების დაკვირვების კომისიის ხელმძღვანელმა ევა მარკაჩოვამ.

შეგახსენებთ, რომ რუსეთის ნაკრების ფეხბურთელები, კოკორინი და მამაევი რუსეთის პირველი არხის ტელეწამყვანის მძღოლისა და ჩინოსან დენის პაკას ცემის ბრალდებით დააკავეს. ამჟამად ამ სექმესთან დაკავშირებით გამოძიება მიმდინარეობს, ფეხბურთელები კი წინასწარი დაკავების იზოლატორში არიან.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]