weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

ანანიძე „სპარტაკს“ იანვარში დატოვებს და რუსეთში დარჩება

15:35 ოთხშაბათი, 26 დეკემბერი 2018

უკვე ცნობილია, რომ საქართველოს საფეხბურთო ნაკრების წევრი, 26 წლის ნახევარმცველი ჯანო ანანიძე მოსკოვის „სპარტაკს“ დატოვებს, თუმცა დიდი ალბათობით, კარიერას კვლავ რუსეთის ჩემპიონატში გააგრძელებს.

რუსული მედიის ცნობით, ანანიძის მომდევნო კლუბი სამარას „კრილია სოვეტოვი“ იქნება.

„კრილია სოვეტოვის“ სპორტულმა დირექტორმა ალექსანდრე შიუკონოვმა ადრევე განაცხადა, რომ ზამთარში მისი გუნდი „სპარტაკიდან“ იმ მოთამაშეებს დაიმატებდა, რომლებიც მოსკოვური კლუბიდან გასაშვებთა სიაში იყვნენ.

ჯანო ანანიძე „სპარტაკში“ 2009 წლიდან თამაშობდა და მოსკოვის „სახალხო გუნდის“ რიგებში ყველა ტურნირზე გამართულ 131 მატჩში 16 გოლი გაიტანა. „სპარტაკთან“ ერთად მოგებული აქვს რუსეთის ჩემპიონატი და რუსეთის სუპერ თასი, 2013-2014 წლებში კი „როსტოვში“ იყო განათხოვრებული, სადაც რუსეთის თასი მოიგო.

აქვე შეგახსენებთ, რომ მცირე ხნის წინ „კრასნოდარი“ დატოვა თორნიკე ოქრიაშვილმა.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]