საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს დაჯილდოვება გუშინ გაიმართა. „2018 წლის საუკეთესო პარასპორტსმენი ქალი“ ირმა ხეცურიანი გახდა. ქართველმა ეტლით მოფარიკავემ მიმდინარე წელს მსოფლიოს თასი ხუთჯერ მოიგო, არის ევროპის ჩემპიონატის პრიზიორი.
ზვიად გოგოჭური 2016 წლის რიო-დე-ჟანეიროს პარალიმპიური თამაშების გამარჯვებულია. ის პირველი ქართველია, ვინც პარალიმპიურ თამაშებზე ოქროს მედალი აიღო.