weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

გაგამარუ სეკიტორის წოდებას დაუბრუნდა

13:08 ხუთშაბათი, 27 დეკემბერი 2018

მცირე ხნის წინ იაპონიის პროფესიული სუმოს ასოციაციამ ტრადიციული რეიტინგი იგივე ბანძუკე გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც ლევან გორგაძე იგივე ტოჩინოშინი კვლავაც დასავლეთის მე-2 ოძეკია, გაგამარუს სახელით ცნობილი თეიმურაზ ჯუღელი კი მე-3 რანგის დივიზიონიდან მე-2-ში დაბრუნდა და სეკიტორის (პირველი და მეორე რანგის სუმოისტი) სახელი დაიბრუნა.

თეიმურაზ ჯუღელს ბოლო ხანს მძიმე დროება ჰქონდა და ელიტარული სუმოდან დაქვეითებული იყო, ამიტომაც სასიხარულოა, რომ მაკუშიტადან მეორე რანგის დივიზიონ ჯურიოში აღზევდა, თუმცა იგი რეიტინგის ბოლოში - აღმოსავლეთის მე-14 ნომრის პოზიციაზე იქნება და ცხადია, რომ მინიმალური უარყოფითი ბალანსიც (მაკე-კოში) კი მას ისევ მაკუშიტაში დააქვეითებს.

აქვე გეტყვით, რომ მომდევნო სუპერტურნირი ტოკიოს დარბაზ „რიოგოკუ კოკუგიკანში“ 13-27 იანვარს გაიმართება. წინასწარი ინფორმაციით, ბაშოზე მაღალი კონკურენცია იქნება, რადგან სამივე მოქმედი იოკოზუნა მიიღებს მონაწილეობას, ამრიგად ტოჩინოშინს ბოლო ბაშოსთან შედარებით გაცილებით უკეთესად ასპარეზობა მართებს.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]