„მივიღებ თუ არა რონალდოს გამოწვევას იტალიურ ფეხბურთში გადასვლაზე? მე არ მჭირდება გამოწვევები, რადგან მსოფლიოს საუკეთესო გუნდში ვთამაშობ. მე ყოველ მომდევნო წელს ახალი გამოწვევები მაქვს. გუნდის ან ჩემპიონატის გამოცვლა ახალი მიზნებისთვის არ მჭირდება. მე სახლში ვარ და არაფრის შეცვლას არ ვაპირებ“, - განაცხადა „ბარსას“ ათიანმა.
შეგახსენებთ, რომ „იუვენტუსის“ ლიდერად ჩამოყალიბებულმა რონალდომ მესისთან პაექრობა გაიხსენა და მესის მოუწოდა, რომ ისიც იტალიის ჩემპიონატში გადასულიყო, რათა მათი მეტოქეობა გაგრძელებულიყო.